დიაბეტის პროგრამის ფარგლებში, საჭიროების მქონე ბავშვებს სენსორის ტიპის აპარატები დაურიგდებათ

„ჯანდაცვის სამინისტრო დიაბეტის პროგრამას დიდი ხანია, ახორციელებს. მიმდინარეობს მუშაობა ახალი სენსორის ტიპის აპარატის შესყიდვაზე, რომელიც მიმდინარე რეჟიმში იძლევა გლუკოზის დონის კონტროლის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.

მისივე თქმით, დიაბეტიანი ბავშვებისთვის აპარატების მიწოდება, სავარაუდოდ, ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი.

„ჯანდაცვის სამინისტრო დიაბეტის პროგრამას დიდი ხანია, ახორციელებს. მიმდინარეობს მუშაობა ახალი სენსორის ტიპის აპარატის შესყიდვაზე, რომელიც მიმდინარე რეჟიმში იძლევა გლუკოზის დონის კონტროლის შესაძლებლობას. 1 300-მდე აპარატის შესაძენად წინასწარი გათვლებით ბიუჯეტი დაახლოებით შვიდ მილიონ ლარს შეადგენს. ამას დამატებით სჭირდება სახარჯო მასალა, მხოლოდ აპარატის ღირებულება არ არის პროგრამული ხარჯი და ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან. 2022 წლიდან გვქონდა დაგეგმილი აპარატების მიწოდება ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება პროცედურის დასრულება და ბავშვები ამ აპარატებს მიიღებენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები