ოკუპირებულ აფხაზეთში “გარანტ-ბანკის” ყველა ფილიალი შემოწმდება, რადგან უცნობია, რომელი მათგანია “დანაღმული”

ოკუპირებულ აფხაზეთში “გარანტ-ბანკის” ყველა ფილიალი შემოწმდება, რადგან პირს, რომელმაც ძალოვანებს ბანკის დანაღმის შესახებ შეატყობინა, არ დაუზუსტებია, რომელ მათგანშია ბომბი.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ე.წ. შსს-ში განუცხადეს.

სულ შემოწმდება ბანკის სამი ფილიალი სოხუმში, თითო-თითო – ოჩამჩირესა და გაგრაში.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ ბანკის ცენტრალურ ოფისში, რომელიც სოხუმში მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ არის.

როგორც ე.წ. შს მინისტრის მოაგილემ, ბესლან ჭკადუამ თქვა, “ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამჟამად, ბანკის ყველა ფილიალის შემოწმება მიმდინარეობს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები