გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.