ზუგდიდში, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან #67 საოლქო საარჩევნო კომისიისკენ მიემართებიან.

აქტივისტები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ოლქში შედეგები შეიცვალა – გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი, სოსო გოგოხია გახდა.

ცნობისთვის, დღეს ენმ-მ ზუგდიდში ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები