აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი: 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში, მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, ბათუმში,  ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოს  ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე სამძებრო -სამაშველო ღონისძიებებში  400-მდე მეხანძრე-მაშველი  მონაწილეობდა.

როგორც ჯუმბერ ბათაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა.

მან მეხანძრე-მაშველებს  მადლობა გადაუხადა.

“შეტყობინების შემოსვლისთანავე – დაახლოებით 2 წუთში  იყვნენ  მობილური ჯგუფები ადგილზე, შესწავლილი იქნა არსებული სიტუაცია, რეგიონებდან დამატებით მობილიზებული იქნა მეხანძრე-მაშველები, დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში სადღეღამისო რეჟიმში, წინასწარ შესწავლილი იქნა ნანგრევებში  მოყოლილი მოქალაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა  მათი აღმოჩენის და სამაშველო ღონისძიებები. სამაშველო  რეჟიმი იყო სადღეღამისო, ჩანაცვლებით.  მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმუმი  გააკეთეს,  ყველას მინდა მადლობა ვუთხრა”, -განაცხადა ჯუმბერ ბათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები