ტარიელ ონიანი ესპანეთის ციხიდან გაათავისუფლეს

ე.წ. კანონიერმა ქურდმა 63 წლის ტარიელ ონიანმა, იგივე “ტარომ” ესპანეთის საპატიმრო, სასჯელის მოხდის შემდეგ დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ის ესპანეთიდან უკვე გაემგზავრა.

ონიანი სასჯელს 2009 წლიდან იხდის, პირველი 10 წელი მან რუსეთში ადამიანის გატაცებისთვის და გამოძალვისთვის გაატარა, ხოლო ესპანეთის ციხეში 2 წელი ფულის გათეთრებისთვის მოიხადა.

მედია წერს, რომ სვანეთის მკვიდრი ტარიელ ონიანი ქუთაისური “კლანის” ხელმძღვანელია და ე.წ. ქურდულ სამყაროში ლიდერობისთვის მთავარი პრეტენდენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები