გულის მუშაობა აღდგა, რეანიმაციაშია, – რას აცხადებს ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ექიმი 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმი აცხადებს, რომ პაციენტის გულის მუშაობა აღდგა და მას ახლა გამოკვლევები უტარდება.

„მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვიკვლევთ პაციენტს, სავარაუდოდ აქვს ორივე ქვედა კიდურის მენჯის ძვლების მოტეხილობა. ჩატარდა კვლევა და ველოდებით პასუხს“, – აცხადებს საავადმყოფოს ექიმი თამარ მხატვარი.

ცნობისთვის, ბათუმში მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოტახნის წინ ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები