რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა.
პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართა სლოგანით – “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს“.
აქციაზე დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც პარტიის ლიდერებმა აქციაზე მყოფ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.