ევროპარლამენტარი: საქართველოში გუშინდელი საარჩევნო პროცესი იყო მშვიდი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

“მსურს, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივულოცო, რომ საარჩევნო პროცესი იყო მომწიფებული და მშვიდი, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა.

მიხეილ გალერის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში მკვეთრი რეფორმები გატარდება.

„რასაკვირველია, ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და გატარდეს უფრო მეტად მკვეთრი რეფორმები. ჩვენ დელეგაცია დადებს პირველად შედეგებს და დასკვნებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვაკვირდებით ხმების დათვლის პროცესს თბილისში, მსურს მადლობა გადავუხადოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსაც. ესენი არიან მართლაც თავდადებული და ერთგული ქალები, რომლებიც ძალიან ბევრს მოღვაწეობენ და შრომობენ. უმეტესობა ჩვენგანმა მოვინახულეთ საარჩევნო უბნები, მაგრამ ზოგიერთი უბანი არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რომ მათაც მიეცათ სათანადოდ ხმა. ასევე, აღინიშნებოდა ფიზიკური დისტანციის დარღვევა, ამომრჩევლების სიჭარბის გამო. მაგალითად, მარნეულში შევნიშნეთ დაძაბულობა რამდენიმე უბანზე, განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ადგილობრივ დამკვირვებლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ასევე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც აღინიშნებოდა რამდენიმე პროცედურა. ძირითადად დადებითად იყო შეფასებული პროცესები, მაგრამ პოლიცია ძალიან ახლოს იყო საარჩევნო უბანთან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რაც შეეხება რადიუსის დაცვას, ნაწილობრივ იყო ესეც აღსრულებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საჩივრები, რომელიც არის წარდგენილი კომპეტენტურ ორგანოებში, იქნება განხილული და სრულად მოხდება აღსრულება იმ რეფორმებისა, რომლებიც დგას დღეს საქართველოს დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, რომ იყო მომწიფებული და მშვიდი საარჩევნო დღე, საარჩევნო პროცესი. ფაქტობრივად, ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა გალერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები