„სამართლიანი არჩევნები“: ჩვენი დამკვირვებლების უმრავლესობას უბნებზე შესვლისა და პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცა

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლების უმრავლესობას უბნებზე შესვლისა და პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცა.

„ჩვენი პირველადი მიგნებებით, საუბნო საარჩევნო კომისიებზე დამკვირვებლების უმრავლესობას მიეცა შესაძლებლობა, რომ ისინი შესულიყვნენ და დაკვირვებოდნენ პროცესებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე წილისყრის პროცედურებს არ დაასწრეს. ამ ეტაპზე კვლავ შეინიშნება და პრობლემურია საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები