თბილისის მერის თანამდებობისთვის არჩევნებში 16 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან:
- თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;
- ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5;
- გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8;
- ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9;
- მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10;
- გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13;
- თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15;
- გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20;
- არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23;
- გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25;
- ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29;
- ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30;
- ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37;
- კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41;
- ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48;
- გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50.
თბილისში ხმის მიცემის უფლება 1 002 900 ამომრჩეველს ექნება. მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.