ზურაბ აბაშიძე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქში გენდერული თანასწორობის პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზეციმსჯელეს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების” საკრებულოს გუნდი ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე.

„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შრომის თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკისა და მიზნობრივი დასაქმების პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რაც ჩვენი მოქალაქეების გაძლიერებას და, საბოლოოდ, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან თემატურ შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გამართავს, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა და ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით უკანასკნელ წლებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები