2008 წელს მოკლული გამცემლიძის მამა გამოძიებას ითხოვს

  2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს. მისი განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებებია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პროკურატურამ არ გაითვალისწინა.
“ის საჩივარი, რომელიც არჩილ კბილაშვილის დროს პროკურატურაში შეტანილი იყო, უნდა გადაიხედოს და ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. არსებობს ახალი გარემოებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ისინი არ გაითვალისწინა “ნაციონალური მოძრაობის” ხროვამ და იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც მაშინ მოკალათებული იყვნენ პროკურატურაში”, – განაცხადა გამცემლიძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გამცემლიძე თბილისში, 2008 წლის 8 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო, პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მას ცეცხლი გუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები