სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდ ოდენობით – 1107 შეკვრა ნარკოტიკულ საშუალება ე.წ. ბიო.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები