2 ოქტომბრიდან მუშაობას ერევანი-თბილისი-ერევნის მატარებელი განაახლებს

სამხრეთ კავკასიის რკინიგზის საერთაშორისო მატარებელი ერევანი-თბილისი-ერევანი მუშაობას 2 ოქტომბერს განაახლებს.

როგორც სამხრეთ კავკასიის რკინიგზის პრესსამსახური იუწყება, ბილეთები უკვე იყიდება ერევნის, გიუმრის, ვანადზორისა და არმავირის სადგურების სალაროებში, ასევე, ვებგვერდზე ონლაინ რეჟიმში.

აღინიშნება, რომ მატარებელი ყოველდღიურად იმოძრავებს, ერევნიდან გავა 21:30 საათზე, თბილისიდან კი – 20:20 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები