თამარ გაბუნია: მშობლების მიმართ მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან

“მშობლებისთვის მოწოდებაა, რომ აიცრან, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სიტუაციაში გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის გამოყენებაა.

“ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება არის ორი მთავარი გადაწყვეტა დღეს ამ სიტუაციაში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები