ამირან გამყრელიძე: გვინდოდა, სექტემბერში აცრები ისეთივე აქტივობის ყოფილიყო, როგორც აგვისტოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ალბათ ვერ მივაღწევთ
“გვინდოდა, რომ სექტემბერი, სულ მცირე, ისეთივე აქტივობის ყოფილიყო, როგორიც აგვისტო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვაღწევთ და, ალბათ, სექტემბერში ვერ მივაღწევთ”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის კუთხით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარაშია.
„სექტემბრის მაჩვენებლის მიხედვით, 19 000-დან 20 000-ის ფარგლებში გვაქვს. გვინდოდა, რომ სექტემბერი სულ მცირე, ისეთივე აქტივობის ყოფილიყო, როგორიც აგვისტო, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვაღწევთ და ალბათ, სექტემბერში ვერ მივაღწევთ. ამიტომ, ორჯერადი აცრით ყველა დღის მაჩვენებელი 18 წელს ზემოთ არის 27,05%. რაც შეეხება ერთჯერადი აცრის მაჩვენებელს, სადღაც, 34%-ზე ზემოთ არის. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს თბილისს და შემდეგ აჭარას. დანარჩენი რეგიონები კი თითქმის ერთ დონეზეა. ამიტომ, იმისთვის, რომ მეტი კუმულაციური იმუნიტეტი გვქონდეს ნოემბერ-დეკემბრისთვის, საჭიროა, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ აცრა”, – განაცხადა გამყრელიძემ.