კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 419, იმერეთში – 172, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 156
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 172, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 47, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 156, კახეთი – 151, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 151 საიდანაც:
• 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 687, აჭარაში – 472, იმერეთში – 950.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.
• 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 – თბილისში, 245 – აჭარაში.
• 15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.