კახა იმნაძე: 30 წელია, საქართველო გაეროს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება,  ეს ახლა განხორციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს

კახა იმნაძე: 30 წელია, საქართველო გაეროს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება,  ეს ახლა განხორციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს

30 წელია საქართველო გაეროს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქრის გადაცემის საშუალება, ეხ ეხლა განხორხციელდა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს-ამის შესახებ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი, რაც განხორხიელდა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და გარდა გამოსვლისა, უმნიშვნელოვანესი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, მაგრამ პრემიერ-მინისტრს გამოსვლის გარდა ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორი ღონისძიება, ერთ-ერთი მათგანი გაეროსთვის საქართველოს საჩუქრის გადაცემა იყო. ეს მართლაც საშვილიშვილო თემაა, იმიტომ, რომ 30 წელია საქართველო გაეროს წევრია და ჩვენ აქამდე არ გვქონდა საჩუქარი გადაცემული, ეს ეხლა განხორციელდა და დარჩება, მუდმივად იქნება და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საქართველოს აქვს და ის, თუ სად და როგორ არის ეს საჩუქარი განთავსებული, ეს დეტალებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, იმიტომ, რომ გაეროს შტაბბინაში, სწორედ იმ ადგილას, სადაც საქართველოს საჩუქრია, უშიშროების საბჭოს შესასვლელ კორიდორთან განთავსებული და ეს უშიშროების საბჭოა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, სადაც საქართველოს დელეგაცია არაერთხელ გამოსულა სწორედ დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი გამვლელი, იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია თუ ტურისტი, რომელსაც ზოგჯერ აქვს ხოლმე გაეროში შემოსვლის საშუალება, გვერდს რომ ჩაუვლის ამ საჩუქარს, ბუნებრივია, საქართველო მის მეხსიერებაში მაშინვე ამოტივტივდება ხოლმე. ასე რომ, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტი, რომ საქართველომ მოახერხა და გაეროს გადასცა საჩუქარი და ჰარმონიულად ერწყმის ეს ყველაფერი პრემიერის გამოსვლასაც”,-განაცხადა კახა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები