კახა კალაძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში

თბილისის მერისა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, იმ დონის შეხვედრები, რომლებსაც ქვეყნის პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი მართავს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოიყენოს და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მონაწილეობას. ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა რეფორმები განხორციელდა და რამდენი ნაბიჯი გადაიდგა წინ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები