ევროკავშირის ოფისთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია და ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან შეხვედრას მართავენ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვიტალი ონიანმა განაცხადა, ახალგაზრდები ნიკა მელიას ეტყვიან, რომ ის არის ქვეყნის მოღალატე.
„ჩვენგან არანაირი აგრესია არ იქნება, მაგრამ ნიკა მელიას ახალგაზრდები ვეტყვით ჩვენს სათქმელს, პროტესტის მშვიდობიანი გზით”, – განაცხადა ონიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.