ირაკლი კობახიძე – ჟურნალისტებს: რა დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი?!
„რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?!“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს.
„რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ, ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.