ნიკა მელია – ირაკლი კობახიძეზე: პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს – გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ

“პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის ერთი მდიდარი ადამიანის სამსახურში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ევროკავშირის ოფისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მელიას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ.

“ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ თითქოს ქვეყანა დასავლური სივრციდან არ გადის, როდესაც არ დაიტოვეს არცერთი პარტნიორი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები