ეროვნული სასახლე სიმღერით დაინტერესებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ,,თბილისის ახალგაზრდული კაპელას” ღია კარის დღეებზე იწვევს

ეროვნული სასახლე სიმღერით დაინტერესებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ,,თბილისის ახალგაზრდული კაპელას” ღია კარის დღეებზე იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

“თბილისის ახალგაზრდული კაპელა 25-26 სექტემბერს, 15:00 საათზე, გიწვევთ სიმღერით დაინტერესებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ,,თბილისის ახალგაზრდული კაპელას” ღია კარის დღეებზე! თბილისის ახალგაზრდული კაპელა ეროვნული სასახლის ბაზაზე იქმნება, რომელსაც ლოტბარი მიხეილ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს. კაპელას წევრები შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერას, საეკლესიო გალობას და მსოფლიო საგუნდო მუსიკის ნიმუშებს.

შეხვედრაზე კაპელის ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი გამართავს სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას, რომელსაც სამომავლოდ ეროვნული სასახლის აღსაზრდელებს შესთავაზებს. საგუნდო კაპელის მოსამზადებელ და მთავარ ჯგუფებში 6-დან 26 წლამდე ასაკის საგუნდო ხელოვნების შესწავლის მსურველები მოსმენის საფუძველზე მიიღებიან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული სასახლის ოფიციალურ FB გვერდზე”, – აღნიშნულია ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები