ელენე ხოშტარია: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ აგონიურ მდგომარეობაშია

“ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ისტერიულ და აგონიურ მდგომარეობაშია”, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან.

„კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა ორი ოქტომბრის რეფერენდუმამდე, დღემდე, რომელიც გარდაუვალი ცვლილებების დასაწყისი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ისტერიულ და აგონიურ მდგომარეობაშია, ყველაზე კარგად მათ იციან, რომ არჩევნებში არიან დამარცხებულები. ამ მარცხისა და ოპოზიციის გამარჯვების გარდაუვალობის გამო, „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ გახდეს კიდევ უფრო აგრესიული და, პირდაპირ ვთქვათ, დაერიოს ხალხს. მათ გადაწყვიტეს, ნაცადი ხერხი მოქალაქეებზე ძალადობა იყოს მათი რეაქცია წაგებაზე. დღეს საქართველოში ოპოზიცია არის გამარჯვებული და საზოგადოება პირველ რიგში ხმას აძლევს ცვლილებებს, ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები