ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პროექტი შეათანხმეს

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ, რუსეთთან ერთად, შეთანხმების პროექტი მოამზადა და შეათანხმა, – ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა.

მან აღნიშნა, რომ 25 აგვისტოს ხელი მოაწერა და გაუგზავნა ბრძანება რუსულ მხარეს.

“ერთი წელი დასჭირდა ამ საკითხის გადაწყვეტის მომზადებას. შეთანხმება აფხაზეთის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით. რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის პროცედურა, საბუთების ჩამონათვალი და განაცხადების განხილვის წესი განისაზღვრება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ”, – განაცხადა ბჟანიამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ანალოგიური პროცედურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ უკვე დაასრულა და 20 სექტემბერს ცხინვალში “ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ” შეთანხმებას მოეწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები