დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა, ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნულ პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.
„ოპოზიცია ფაქტობრივად, განულების პირასაა. იმ საკუთარი რადიკალიზმის მორევში იხრჩობიან, რომლის პროპაგანდირებასაც უცხოეთიდან დაკვეთის პირობებში ახორციელებენ. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ. ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რაოდენ ნეგატიურია რადიკალიზმის როლი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.