„ჰეზბოლამ“ ისრაელის საზღვაო ბაზაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა
„ჰეზბოლას“ მებრძოლებმა სამხრეთ ლიბანის სასაზღვრო ზონაში, რას ალ-ნაკურას ისრაელის საზღვაო პოსტს შეუტიეს, – ამის შესახებ მოძრაობის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„ისლამური წინააღმდეგობის მებრძოლებმა სამშაბათს, საღამოს რას ალ-ნაკურას საზღვაო პოსტს დრონების ჯგუფით შეუტიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ჰეზბოლას“ ცნობით, თავდასხმა ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისა და სამხრეთ ლიბანში დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.
სამშაბათის დასაწყისიდან მოყოლებული, „ჰეზბოლამ“ ისრაელის არმიის წინააღმდეგ ათი სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა. მანამდე მოძრაობა სასაზღვრო რაიონებში ისრაელის სამხედრო პოზიციებსა და აღჭურვილობაზე თავდასხმების, ასევე დრონებისა და რაკეტების გამოყენების შესახებ იუწყებოდა.