კახა კალაძე – ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან – გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს
გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია.
„ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. როდესაც ხარ დაკავებული რადიკალიზმით, როდესაც ხარ აგენტი და როდესაც შენს ქვეყანასთან მიმართებით ღალატში ხარ შემჩნეული, რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გაგაჩნია”, – განაცხადა კალაძემ.