რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში, მწერლის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად, „რეზოობის”  სახალხო დღესასწაული გაიმართება

12 ივნისს, სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში, მწერლის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად, „,რეზოობის”  სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით, 12:00 საათზე, სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მწერლის სახლ-მუზეუმში შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
„რეზოობის” – სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, 16:00 საათზე, საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრის მიერ, კულტურის სახლის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „ლამაზი ცრემლები“  (რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი).
ღონისძიების ორგანიზატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ. კულტურის ობიექტების გაერთიანება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები