ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიურ ენას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ სხვა ენებზეც ვსაუბრობთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, უცხოური ძალები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან.
მისი თქმით, ირანი დიპლომატიურ ენას უპირატესობას ანიჭებს, თუმცა სხვა ენებზეც საუბრობს.
„უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო.
რისკის შესამცირებლად, საუკეთესო გამოსავალია მათი წასვლა.
ჩვენ დიპლომატიურ ენას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ სხვა ენებზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.