ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ვერტმფრენი ირანმა ჩამოაგდო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომანის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ამერიკული Apache AH-64 ვერტმფრენი ირანმა ჩამოაგდო.

„ჩვენმა სამხედროებმა ახლახან მაცნობეს, რომ გუშინ ღამით ირანელებმა ჩვენი ერთ-ერთი თანამედროვე Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, როდესაც ის ჰორმუზის სრუტეში პატრულირებდა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი უსაფრთხოდაა. თუმცა, შეერთებული შტატები აბსოლუტურად ვალდებულია უპასუხოს ამ თავდასხმას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მედიის ცნობით, ირანი ჰორმუზის სრუტეს კვლავ აკონტროლებს. გასულ შაბათს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თავს დაესხა ოთხ ტანკერს, რომლებიც მისი ნებართვის გარეშე ცდილობდნენ სრუტის გადაკვეთას. ამასობაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ ირანის პორტებს იქამდე დაბლოკავს, სანამ სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევენ.

ერთი კვირის წინ ირანმა შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის ლიბანზე ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმების გამო. ამასობაში, ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები