ოკუპირებული აფხაზეთის “საზღვართან” “გემი ბიბლიოთეკა” მოეწყობა

ოკუპირებული აფხაზეთის “საზღვართან” “გემი ბიბლიოთეკა” მოეწყობა. ამის შესახებ სოცქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.

“ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში “გემი ბიბლიოთეკა” მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება. ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად, ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს – თავდაპირველად, გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება.
ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები – წიგნისა და განათლების”, – წერს კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები