ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ია

19 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 646 441 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 სექტემბერს აიცრა 14 071 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 595 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 559 996, გარდაიცვალა 8 541 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები