გურამ მაჭარაშვილი: მეგის ქარდავას ექსტრადიციაში პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული

სააკაშვილი აპირებდა საქართველოში სასჯელის მოხდას და მეგის ქარდავამ დაასწრო, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების გამამტყუნებელ განაჩენს და მის სასჯელს აღასრულებს საქართველოში. აქ უნდა აღვნიშნოთ ერთის მხრივ პრემიერის უშუალო ჩართულობა. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ბევრი მიმართულებითაა აქტიურად ჩართული. მათ შორის კანონის აღსრულების მიმართულებით. მას აქვს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ძალიან მჭიდრო კავშირი“,- განუცხადა მაჭარაშვილმა იმედის „ქრონიკას“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები