მეუფე იაკობი: პატრიარქის შეცვლის საკითხზე გიორგი გახარიას ჩემთან საუბარი 2018 წლის 15 იანვარს ჰქონდა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქის შეცვლის საკითხზე მასთან გიორგი გახარიას საუბარი 2018 წლის 15 იანვარს ჰქონდა. მისი თქმით, მასთან ამ თემაზე საუბარი „მოსინჯეს“.

„ჩვენი საუბარი შედგა 2018 წლის 15 იანვარს. მოსინჯეს, რომ რესურსი და საშუალება მაქვს სინოდშიო, რომ თუ ჩემი თანხმობა იქნებოდა, თითქოს მაგას გაატარებდნენ [პატრიარქს შეცვლიდნენ]. თითქოს პატრიარქს თვითონ უნდოდა [გადადგომა] და მერე ვინმეს თავის კანდიდატურას შემოიყვანდა“, – ასე უპასუხა მეუფე იაკობმა „იმედი LIVE“-ში დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, შედგა თუა არ მასსა და გიორგი გახარიას შორის პატრიარქზე საუბარი.

თუმცა, მეუფის აზრით, გიორგი გახარიას იმის რესურსი არ ჰქონდა, რომ პატრიარქი შეეცვალა. შეკითხვაზე, ვისზე დებდა ფსონს გახარია და ვისი იმედი ჰქონდა სინოდში იმისთვის, რომ პატრიარქი შეეცვალა, მეუფე იაკობმა თქვა, რომ სინოდში ვერასდროს ექნებათ ვერავის იმედი, რადგან როდესაც გაჭირვებაა, სინოდი ერთიანდება.

„მანამდე შეიძლება რაღაც საკითხებზე [სინოდში]განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფოებრიობას, ეკლესიასა და თითოეულ ჩვენ მოქალაქეს შეეხება, მაშინ ვერთიანდებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები