მიხეილ სააკაშვილი: რუსულმა “ბილაინმა” თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი გახარიას რუსულ კავშირებსა და მისი პარტიის საარჩევნო კამპანიაში რუსული ეფესბე-ს უშუალო მონაწილეობაზე საუბრობს.
“რუსულმა კომპანიამ “ბილაინმა” თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას.
ეს კომპანია მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ დღესდღეობით.
ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ, ფეესბე-ს მითითებით, ივანიშვილის დროს ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან.
ხომ საინტერესოა ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.