კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერის თანამდებობა ხელახლა დაიკავა

ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა სახალხო ასამბლეამ კიმ ჩენ ინი სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია.

ამის შესახებ ფხენიანში დაფუძნებული კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) იტყობინება.

“მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული თეორეტიკოსის, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის შექმნისა და ცვლილებების გიგანტის ხელახალი არჩევა არაჩვეულებრივი პოლიტიკური ცნობიერებისა და რევოლუციური ენთუზიაზმის ატმოსფეროში მოხდა და უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჯუჩეს რევოლუციური საქმის მარადიული გამარჯვების მტკიცედ გარანტირებისთვის”,- ნათქვამია გავრცელებულ მასალაში.

KCNA აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის უმაღლეს სამთავრობო თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება „მთელი კორეელი ხალხის ერთსულოვან ნებასა და მისწრაფებებს“ გამოხატავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები