ნიუ-იორკის აეროპორტში, თვითმფრინავის სახანძრო მანქანასთან შეჯახების შედეგად, ორი პილოტი დაიღუპა

ლაგუარდიაში, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების შედეგად, Air Canada Express-ის თვითმფრინავის პილოტები დაიღუპნენ.

ამის შესახებ NBC News-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, თვითმფრინავის სახანძრო მანქანასთან შეჯახების შედეგად, ოთხი მეხანძრე მძიმედ დაშავდა.

„თვითმფრინავის პილოტები დაიღუპნენ, როდესაც Air Canada Express-ის თვითმფრინავი ნიუ-იორკის ლაგუარდიას აეროპორტში მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა. თვითმფრინავში დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროების ცნობით, ნიუ-იორკის სასამართლო ექსპერტიზა ამჟამად მათი გარდაცვალების მიზეზებს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები