„ჩამოვიდნენ და სვანური ზარით გააცილეს ჩვენი პატრიარქი“ – ფოტოამბავი

პატრიარქის დაკრძალვის დღის ფოტოს აქვეყნებს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. ფოტოზე აღბეჭდილნი არიან ის მომღერლები, რომლებმაც ილია მეორე სვანური ზარით გააცილეს.
„დღეს სვანეთი არ იყო მხოლოდ კუთხე — იგი იყო ხმა, ზარი, ლოცვა.
ჩამოვიდნენ და სვანური ზარით გააცილეს ჩვენი პატრიარქი. სვანები ყოველთვის აცილებდნენ გმირებს, წმინდანებს, დიდ ადამიანებს.
ეს არ იყო უბრალოდ რიტუალი.
ეს იყო მადლიერება.
ეს იყო ერთგულება.
ეს იყო მთის კაცის დუმილიანი, მაგრამ ყველაზე ხმამაღალი სიყვარული.
სვანური ზარის ხმა დღეს არ ტიროდა —
იგი ლოცულობდა.
იგი ამბობდა: „მადლობა, მამაო“.
იგი აცილებდა ადამიანს, რომელმაც მთელი ერი ლოცვაში გააერთიანა — ილია II.
გულისხმიერებით ფოტოს ავტორი ლია აფრასიძე“, – წერია ინფორმაციაში.

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი / Mestia Culture and Art Centre

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები