გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ამჯერად, გლდანის გამგეობის მიერ, ასფალტი ვასაძის ქუჩის მონაკვეთზე, ახმეტელის თეატრის მიმდებარედ, 1060 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. აღნიშნული სამუშაოს განხორციელებამდე სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
პროექტისთვის, დაახლოებით, 95 141 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები