ანდრია გვიდიანი: ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების შედეგად, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგში საქართველომ მსოფლიო ხუთეულში გადაინაცვლა

Fraser institute-ის 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 3 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში 8.26 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. 2020 წლის ანგარიშში საქართველო 8.24 ქულით მე-8 პოზიციაზე იყო. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაწინაურება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პიროებებში გატარებული სიტემური რეფორმების შედეგია.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეიტინგები ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ხშირ შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორები და, ზოგადად, ამა თუ იმ ქვეყნით დაინტერესებული პირები, სწორედ საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებით ხელმძღვანელობენ. ამდენად, რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავება ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლება­ში მოს­ვლისთა­ნა­ვე, ეკო­ნო­მი­კის სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მი­რე­ბა და­იწ­ყო. ხაზგასასმელია, რომ სწორედ ბოლო წლების რეფორმების და აბსოლუტურად ახლებური პოლიტიკის თანახმად, ბიზ­ნე­სი გა­თა­ვი­სუფლდა პო­ლი­ტი­კუ­რი წნეხის­გან. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია კონკრეტულ რიცხვებსაც ჩავხედოთ. მაგალითად, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, 2012 წელს არსებული 42 მილიარდიდან 2020 წელს, გლობალური პანდემიის მიუხედავად, 109,5 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ასევე, Fraser institute-ის ​რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერებისა და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვა. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი და სისტემური ცვლილებები გატარდა. კერძოდ, 2011 წლის შემდეგ 2018 წელს პირველად შემცირდა ბიზნესის საგადასახადო წნეხის მაჩვენებელი და 16.4%-ის ნაცვლად 9.9% შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ, აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

დანანებით მინდა, აღვნიშნო, რომ უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ასეთი ცვლილებები და, ზოგადად, გატარებული პოლიტიკა ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. საზოგადოებას სხვადასხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება. თუმცა, საერთაშორისო რეიტინგებში მსგავსი ტიპის ცვლილებები ჯეროვნად და სრულფასოვნად ანალიზდება და საქართველო მუდმივად იუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს“, – განაცხადა გვიდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები