პრემიერი: გუშინ ვიხილეთ მორიგი ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ, სააკაშვილის მჩაგვრელი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის დისკრედიტაცია იყო

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და ის სახელმწიფოს, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, წინააღმდეგ მორიგ ბინძურ პროვოკაციად შეაფასა.

როგორც ღარიბაშვილმა კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია იყო.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნეობისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ დისკრედიტაცია მთავარი ინსტიტუციების, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვლდელმთავრები, მამები და, ზოგადად, მთელი სასულიერო პირები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. თუმცა, ჩანაწერების ავთენტურობა დამტკიცებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები