მეუფე ნიკოლოზი: ფაქტი, რომ ისინი მისმენენ და ამ ინფორმაციის გაჟონვა მოხდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მასზე სავარაუდო მოსმენებს ეხმაურება. მეუფის განცხადებით, აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

“თვითონ ფაქტი, რომ ისინი მისმენენ და ამის გაჟღერება ხდება, ინფორმაციამ რომ სადმე გაჟონოს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თუ მას მოპარეს ეს ინფორმაცია და გაავრცელეს, ვთქვათ, პასუხს მაინც სახელმწიფო აგებს ამაზე.
მე რა ცოდვები მაქვს ჩადენილი და რა დანაშაულები, ამას გამოიგონებ თუ ასეთი ფორმით გაავრცელებ, არავითარი განსხვავება არ არის.
ესე იგი, შეიძლება, რომ ადამიანს უთხრა, თუ შენ ჩემთან არ ითანამშრომლებ მე შენ ცუდ რამეებს გაგიკეთებ. მოვიგონებ ამას თუ სხვა რამეს იზამ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და ამ საიდუმლო მასალებმა სუს-იდან გაჟონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები