მარნეულში მასწავლებლებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ

განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ადიკაში“ ასაცრელად მისულმა პედაგოგებმა საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოხატეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, ყველა ჩაერთოს იმუნიზაციის პროცესში.

პედაგოგებმა აცრისკენ ყველა კოლეგას მოუწოდეს, რათა სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით წარიმართოს.

ამასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოთხ კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს და იმუნიზაცია ყველა სასურველი ვაქცინითაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები