აფიშების კოლექცია საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა

ქართული მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების, თეატრალური სპექტაკლებისა თუ სხვა ღონისძიებების აფიშებისა და პროგრამების ელექტრონული ვერსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/afishebi.

საქართველოს ეროვნული არქივის კოლექცია ასეულობით აფიშასა და სპექტაკლის პროგრამას მოიცავს, მათ შორის უძველესი 1880 წლით თარიღდება. დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადატანა ეტაპობრივად ხდება.
ეროვნული არქივის ვებგვერდზე 100-მდე აფიშისა და პროგრამის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი გახდა ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები