პრემიერის განკარგულებით, შანაე ბრუკის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
თბილისში გარდაცვლილი, ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. აღნიშნული პრემიერმინისტრის განკარგულებით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი წერს, შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
შანაე ბრუკ ედვარდსი თბილისში 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.