ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 საკონსულტაციო ფორუმს უმასპინძლებს.
ფორუმის სახელწოდებაა: „მდგრადი კულტურული მარშრუტები კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გათვალისწინებით, ფორუმი ტარდება ონლაინრეჟიმში.
ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ონლაინდისკუსიებში.
ფორუმი გაიმართება სამ სამუშაო ენაზე: ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე, სინქრონული თარგმანის დახმარებით.
ევროპის საბჭოსთან ერთად ფორუმის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები