ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა

სამეგრელოში, ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა.

მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები