“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.
„ ჩვენი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები შემოვიარე დღეს, ახალგაზრდებთან ერთად. გავესაუბრე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს, ტაქსის მძღოლებს და ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს.
მათი ინტერესი და მხარდაჭერა დიდია კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს 8 პუნქტიან გეგმაშია ასახული. მჯერა ერთად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.